top of page

ვინ ვართ

ჩვენ?

ტიენს ჯგუფი (TIENS Group) დაარსდა 1995 წელს ბატონი ლი დინ იუანის მიერ ჩინეთში ქალაქ ტიანძინში. კომპანიამ 1997 წელს დაიწყო საერთაშორისო ბაზარზე განვითარება და დღეისათვის წარმოადგენს მრავალეროვნულ კონგლომერანტს, რომელიც ავითარებს თავის საქმიანობას ისეთი მიმართულებით როგორიც არის: ბიოტექნოლოგია, მსუბუქი და კვების მრეწველობა, ჯანდაცვის მართვა, სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრია, ელექტრონული კომერცია, ფინანსები და ინვესტიციები, სასწავლო მიმართულება და ა. შ

ესპანეთი, ინგლისი, ნორვეგია, რუსეთი, მექსიკა, ბრაზილია, არგენტინა, ინდონეზია, მალაიზია, ინდოეთი, სამხ. კორეა, ეგვიპტე და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. აქ კონცენტრირებულია ძირითადი მეცნიერეული პოტენციალი, ტარდება კვლევები და ხდება გამაჯანსაღებლი პროდუქციის შემუშავება-ტესტირება.

განთავსებულია გამაჯანსაღებელი ცენტრი „ტაი ჯი შენი“ (Tai Ji Sun), სასტუმრო და საგამოფენო კომპლექსები.

ტიენსი მთელ ძალას იყენებს ქველმოქმედებისთვის, გვერდში უდგას ადამიანებს რთულ დროს.

განსაკუთრებული ყურადრებით ტიენსი ეპყრობა ბავშვებს და მთელ თავის რესურს დებს კაცობრიობის მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში.

2015 წელს საძირკველი ჩაეყარა ტიენსის უნივერსიტეტს, რომლის ფართობი შეადგენს 3 კვ. კმ-ზე მეტს. ეს იქნება მრავალპროფილური სასწავლო დაწესებულება, სადაც ისწავლის 30 000 სტუდენტზე მეტი. აქაური კურსდამთავრებულები იქნებიან ინოვაციური ხედვის მქონე ადამიანები!

კომპანია აწარმოებს გამაჯანსაღებელი ხასიათის პროდუქციას; საკვები ბიოდანამატები, ჰიგიენური და სახლის მოვლის საშუალებები, გამაჯანსაღებელი ელექტრო ხელსაწყოები და ა.შ  კომპანიის პროდუქციის მუდმივ მომხმარებელთა რაოდენობამ გადაჭარბა 40 მლნ ოჯახს! 2002 წლიდან კომპანია ტიენსი გახლავთ გაეროს ოფიციალური მიმწოდებელი გამაჯანსაღებელი პროდუქციით!

ტიენსი აშენებს ბინზეს, რომლის წყალობით ადამიანები იძენენ ჯანმრთელობას და მიისწრაფიან ძირითადი ზოგად საკაცობრიო ფასეულობებისკენ, მშვიდობისკენ, თავისუფლებისკენ, სამართლიანობისკენ, ბედნიერებისკენ, სილამაზესა და ჰარმონიისკენ.

„კაცობრიობისთვის ჯანმრთელობის მოტანა, სამსახურის გაწევა საზოგადოებისთვის!“ ეს სიტყვები გახდა ტიენსელების ფილოსოფიის საფუძველი!

კომპანიის ბიზნეს საქმიანობა მოიცავს 190 ქვეყანას, ფილიალები კი გახსნილია 110 სახელმწიფოსა და რეგიონში. კომპანიის ცენტრალური წარმომადგენლობა მდებარეობს პეკინში. საწარმოო სიმძლავრეები განლაგებულია ჩინეთსა და ვიეტნამში, დამატებითი საწარმოო სიმძლავრეები კი განთავსებულია სხვადასხვა კონტინენტზე; აშშ, იაპონია,

კოპანია ტიენსი 2011 წლის დეკემბრიდან ოფიციალური წარმომადგენლობით მუშაობს საქართველოში და წარმატებით ავითარებს თავის საქმიანობას. 2015 წელს საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეგიონების საორგანიზაციო კომიტეტის მეშვეობით კომპანია გამოცხადდა დარგის ლიდერად და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატები:

1)ეროვნული სერტიფიკატი „დარგის ლიდერი 2015“

2) ეროვნული სერტიფიკატი „წლის სპეციალისტი 2015“

3) საკედლე მედალი „დარგის ლიდერი 2015“

4) მედალი „პროფესიული დამსახურებისთვის“

5) ორდენი „ეკონომიკის ვარსკვლავი“

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2015 წელს კომპანია ტიენსმა ხელშეკრულება გააფორმა ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანია ასკანელ ძმებთან და ქართული ღვინო ჩაეშვა კომპანიის პროდუქციის კატალოგში, რომლის მეშვეობით მოხდა რებრენდინგი და ქათული ღვინო გავიდა მსოფლიო ბაზარზე, დაახლოებით 190 ქვეყანაში. ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშველოვანი ხელშეკრულება ქართული ბიზნესის განვითარებისთვის და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის ახალი ინვესტიციების მოსაზიდად!

კომპანია ტიენსს თავისი წვლილი შეაქვს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანეგვასა და დასაქმების კუთხით იმ აქტიური ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს თვითრეალიზება ბიზნეს სფეროში, მარკეტინგსა და მენეჯმენტში, ეძლევათ საშუალება გაიარონ უფასო გადასამზადებელი ტრენინგები და დასაქმდნენ კომპანიის ფარგლებში, განავითარონ საკუთარი ბიზნეს საქმიანობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ!

კომპანია ტიენსი მუდმივ  მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში და ატარებს მრავალ საქველმოქმედო აქციას!

კომპანიის დევიზია მოუტანოს კაცობრობას ჯანმრთელობა და კეთილდღეობა!

„მთელი მსოფლიო ერთი ოჯახია“ - ამ კონცეფციის რეალიზება აძლევს წარმატების მიღწევის მსურველ თითოეულ ადამიანს შესაძლებლობას ადვილად შეურთდეს მას!

bottom of page